ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
ბიზნეს კონსულტაცია >>> პესტიციდებისგან თავისუფალი სერტიფიცირების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასება
13
აპრ

ბიზნეს კონსულტაცია >>> პესტიციდებისგან თავისუფალი სერტიფიცირების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასება

PMO Business Consulting-მა ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროექტის -„მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“- ფარგლებში მოამზადა საბაზისო კვლევა სოფლის მეურნეობის სექტორში შუალედური სტანდარტის დანერგვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.


პროექტის მიზანი იყო, შეეფასებინა ორგანული პროდუქტის სერტიფიცირების არსებული მექანიზმების ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, შეემუშავებინა რეკომენდაციები ორგანული პროდუქციის სერტიფიცირების პროცესის გაუმჯობესების მიზნით. ასევე განეხილა ახალი სტანდარტებისა და სერთიფიცირების სისტემების შემოღების შესაძლებლობა და გავლენა სექტორზე.

GRETA-ს პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და გამიზნულია მდგრადი სამთო ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის განსავითარებლად. პროექტის მიზანია სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით განავითაროს მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს, ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს.


PMO-ს მიერ განხორციელებული სხვა პროექტები იხილეთ: https://www.pmo-bc.com/ge/projects