საკონსულტაციო კომპანია PMO-მ განახორციელა სოფლის განვითარების სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სისტემების მოდერნიზაციის პროექტი
პროექტის მიზანს წარმოადგენდა სააგენტოს HR პოლიტიკისა და პროცედურების თანხვედრაში მოყვანა ორგანიზაციულ მიზნებთან და ევროკავშრის IPARD-ის ჩარჩო სტანდარტებთან, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს სოფლის განვითარების სააგენტოს ევროკავშირის გადამხდელ სააგენტოს ანალოგად ტრანსფორმაციის პროცესს და გაზრდის წვდომას ევროკავშირის სოფლის განვითარების პროგრამების ფარგლებში გამოყოფილ ფონდებთან.
პროექტის ფარგლებში, PMO-ს გუნდმა განახორციელა HR სისტემების დიაგნოსტიკა და მოამზადა/განაახლა შიდა პოლიტიკისა და პროცედურული დოკუმენტები, მათ შორის თანამშრომლების შეფასების სქემები, ტრენინგების საჭიროებების შეფასების მეთოდოლოგია, რომლის პილოტირების საფუძველზე მომზადდა ორგანიზაციული სწავლების გეგმა. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, სააგენტოს HR დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განხორციელდა ტრენინგები, ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ინსტრუმენტების შესახებ.
PMO-ს მიერ განხორციელებული სხვა პროექტები იხილეთ: https://www.pmo-bc.com/ge/projects