ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
ბიზნეს კონსულტაცია >>> ორგანიზაციული განვითარება
19
მაი

ბიზნეს კონსულტაცია >>> ორგანიზაციული განვითარება

PMO ბიზნეს კონსალტინგმა იმუშავა ორგანიზაციული განვითარების პროექტზე ალკორიუმისთვის


პროექტი მიზნად ისახავდა კომპანია ალკორიუმის შესწავლასა და მისი ორგანიზაციული განვითარების აქტივობების განხორციელებას, როგორიც არის ორგანიზაციული სტრატეგია, მათ შორის მარკეტინგული სტრატეგია, ორანიზაციული სტრუქტურა, HR დოკუმენტების შემუშავება, მომსახურების პროცესის გაუმჯობესება, სტანდარტის შექმნა, შიდა ტრენინგი და ორგანიზაციული სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციები.

PMO-ს კონსულტანტებმა დეტალურად შეისწავლეს ორგანიზაციაში არსებული შიდა დოკუმენტაცია, ჩაატარეს პირისპირი გასაუბრებები, როგორც ალკორიუმის მენეჯმენტთან, ისე ქსელის და ოფისის თანამშრომლებთან, მოხდა ქსელის ანონიმური კვლევა, პრობლემების სიღრმისეული ანალიზისათვის და მაღაზიების მისტიური შეფასება.  აღნიშნული ორგანიზაციული დიაგნოსტიკის შემდეგ, მოხდა ბაზრის კვლევა, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკების დონეზე. პროექტის დასასრულს, კლიენტისათვის მიწოდებული იქნა ალკორიუმის ორგანიზაციული განვითარების მრავალი დოკუმენტი.  კონსულტანტთა ჯგუფმა შეიმუშავა ალკორიუმის სტრუქტურა,  სამუშაო აღწერილობები, და სამოტივაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების სამუშაო პროცესში ჩართულობის გაზრდას და ეფექტურობის ამაღლებას, როგორც მაღაზიის, ისე, Back Office-ს თანამშრომლებისთვის. PMO-ს კონსულტანტებმა, ასევე შეიმუშავეს ორგანიზაციული და მარკეტინგული სამ-წლიანი სტრატეგია და მათი შესაბამისი ერთ-წლიანი სამოქმედო გეგმა; შემუშავდა მომსახურების სტანდარტის დოკუმენტი, რაც მოიცავდა მომსახურების პროცესს და მის სტანდარტიზებას.


PMO-ს მიერ განხორციელებული სხვა პროექტები იხილეთ:  https://www.pmo-bc.com/ge/projects