PMO-მ ორგანიზაციული განვითარების მხარდამჭერი პროექტი განახორციელა
განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა გაეუმჯობესებინა ორგანიზაციის “კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი” შიდა პროცედურები, პოლიტიკა, ფინანსური მენეჯმენტის სისტემა და სტანდარტი. ორგანიზაციას კონსულტაცია გაეწია ფონდების მოძიების და დონორებთან ურთიერთობის პროცესის ეფექტურად წარმართვის მიმართულებით. პროექტი მოიცავდა ორ ძირითად კომპონენტს: (1) ფონდების მოზიდვის ძალისხმევის სისტემატიზაციის ხელშეწყობა და მდგრადი კავკასიის პოლიტიკის ჩამოყალიბებას ფონდების მოზიდვის პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით; (2) ორგანიზაციისთვის სრული დანახარჯების აღდგენის (FCR) მოდელის დანერგვის მხარდაჭერა.
PMO-ს მიერ განხორციელებული სხვა პროექტები იხილეთ: https://www.pmo-bc.com/ge/projects