ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
ფოკუსი ინდუსტრიაზე >>> დიჯიტალიზაციის გავლენის შეფასება პანდემიის დროს
24
თებ

ფოკუსი ინდუსტრიაზე >>> დიჯიტალიზაციის გავლენის შეფასება პანდემიის დროს

დიგიტალიზაციისა და ციფრული სიახლოვის კვალის გავლენის შეფასება და ანგარიშის შედგენა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში კონტაქტური მიკვლევის ეროვნულ პროგრამებზე COVID-19 პანდემიის დროს


PMO-მ, CIVITTA-სთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) თანამშრომლობით, მონაწილეობა მიიღო რეგიონული პროექტის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავდა შეეფასებინა ციფრული ტექნოლოგიების გავლენა, ადგილობრივ დონეზე პანდემიის ეფექტურად მართვასთან მიმართებაში. პროექტის ფარგლებში კვლევა განხორცილდა, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. PMO პასუხისმგებელი იყო აპლიკაციის ქვეყნის დონეზე ანალიზისა და ამ აპლიკაციის შეფასებაზე იმის დასადგენად, თუ რამდენად წარმატებული იყო ის პანდემიასთან ბრძოლაში. კვლევის ფარგლებში სიღრმისეული ინტერვიუები განხორციელდა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, საჯარო, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. მათ მიერ მოწოდებული და სამაგიდო კვლევის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,  შეფასდა ციფრული ტექნოლოგიების გავლენა საქართველოს მთავრობის უნარზე ეფექტიანად ემართა პანდემია. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მოხდა არსებული სიტუაციის სიღრმისეული შეფასება და შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებითაც მომავალში შესაძლებელი გახდება მსგავსი ტიპის ციფრული აპლიკაციების მეტად წარმატებით დანერგვა და გამოყენება საქართველოში.