ინტელექტუალური საკუთრება
მსოფლიომ ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ გააცნობიერა, რომ ადამიანს საკუთარი გამოგონებიდან სარგებლის მიღების უფლება აქვს. დღეს ამ უფლებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ჰქვია და აღიარებულია როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული საკანონმდებლო აქტების მიერ. უფრო მეტიც, მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა დამტკიცების შემთხვევაში ფარმაცევტულ კომპანიებს აშშ-ში 600 მილიარდი დოლარიც კი უჯდებათ.
ზოგადად ინტელექტუალური საკუთრება იმ უფლებათა ერთობლიობაა, რომელიც წარმოიშობა შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერების თუ საზოგადოებრივი წარმოების სფეროში.
რეპორტი დეტალურად >>> https://bit.ly/3ua6FtC