ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
PMO უახლესი ინსაითი >>> მეღვინეობა და ღვინის ექსპორტის ტენდენციები საქართველოში
21
თებ

PMO უახლესი ინსაითი >>> მეღვინეობა და ღვინის ექსპორტის ტენდენციები საქართველოში

მეღვინეობა და ღვინის ექსპორტის ტენდენციები საქართველოში


საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნივთიერი და ისტორიული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მევენახეობა და მეღვინეობა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში პირველი კულტურული ვაზი სწორედ საქართველოში გვხვდება.
ნივთიერი მტკიცებულებები და არგუმენტები, რომ საქართველო მართლაც ღვინის ქვეყანაა საკმაოდ ბევრია: ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნი ნეოლითური ხანის ქვევრის ტიპის ჭურჭელი, კულტურული ვაზის ნამარხი წიპწები, თიხის საღვინე ჭურჭლის ფრაგმენტებში დალექილი ღვინის მჟავა და კულტურული ვაზის მტვერი, ველურ და აბორიგენულ ჯიშთა მრავალფეროვნება.
მეღვინეობისა და მევენახეობის საუკუნოვანი ტრადიციები ბუნებრივია დღევანდელი ქართული ღვინის ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახა და დღეს საქართველო მსოფლიოს ღვინის ბაზარზე ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია, რომელიც ნატურალური ღვინის მრავალ სახეობას სთავაზობს.


რეპორტი დეტალურად >>> https://cutt.ly/BPYZ8z6