ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307

USAID/პროექტი ზრდა საქართველოში

ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია PMO შერჩეულ იქნა პროექტ ზრდა საქართველოს პოტენციურ მჩეველ/კონსულტანტად.


ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციულ საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებს.


ზრდა მუშაობს ადმინისტრაციულ საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 70 თემში, საქართველოს ექვს რეგიონში: შიდა ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, და კახეთი (პანკისის ხეობა).