პროექტის "უკეთესი განათლება, მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში და ხელმისაწვდომობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის" შეფასება
PMO-მ განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პროექტის "უკეთესი განათლება, მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში და ხელმისაწვდომობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის" საბოლოო შეფასება. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროებში მოქალაქეთა ინტერესების დაცვაზე მიმართული ქმედითი პროგრამების დანერგვით.
PMO-ს გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენდა შეეფასებინა პროექტის განხორციელების ხარისხი და საბოლოო შედეგები, ასევე ეჩვენებინა პროექტის გავლენა მის ბენეფიციარებზე. PMO-მ პროექტის გუნდთან მჭიდრო კოორდინაციით შეისწავლა პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, შეაფასა პროექტის მიზნების შესაბამისობა და მიღწეული შედეგების მდგრადობა.
შეფასების პროცესში მონაცემები შეგროვდა კვლევის შერეული მეთოდებით, მათ შორის პირისპირ სიღრმისეული ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფ დისკუსიები და რაოდენობრივი სატელეფონო გამოკითხვები. კვლევის მიგნებების საფუძველზე PMO-ს გუნდმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელიც დაეხმარება პროექტის გუნდს მეთოდოლოგიის გაუმჯობესებასა და ახალი პროექტების წარმატებით განხორციელებაში.
პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიერ საერთაშორისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ (Brot für die Welt) ფინანსური მხარდაჭერით.