პროექტის “EU4Youth - საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“ საბოლოო შეფასება
PMO-მ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან თანამშრომლობით შეაფასა პროექტი “EU4Youth -საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“. PMO-ს გუნდის მიზანი იყო შეეფასებინა პროექტის განხორციელების ხარისხი და მიღწეული შედეგების მდგრადობა.
შეფასების პროცესში მონაცემები შეგროვდა კვლევის შერეული მეთოდებით, მათ შორის პირისპირ სიღრმისეული ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფ დისკუსიები და რაოდენობრივი სატელეფონო გამოკითხვები. პროექტმა მოიცვა სამიზნე ქვეყნები - სომხეთი და საქართველო და გაანალიზა პროექტის ინტერვენციით მიღებული შედეგები.
PMO-მ პროექტის მიგნებებზე დაყრდნობით წარმოადგინა შეფასების საბოლოო ანგარიში, ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული რეპლიკაციის სტრატეგია და რეკომენდაციები.
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის საჭიროებისა და გავრცელების არხების კვლევა რძისა და ხორცპროდუქტების სექტორში
ბორჯომ ხარაგაულისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის შემოსავლის მომტანი პროექტების იდენტიფიცირება, შეფასება და ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა