ბაზელ II-ის რისკის მართვის სტანდარტები
პროექტის მიზანი იყო პაშა ბანკის მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად ბაზელ II-ის რისკის მართვის სტანდარტების დანერგვაში. საწყის ეტაპზე ჩატარდა ბანკის არსებული რისკის მართვის სისტემის დიაგნოსტიკა და შედგა დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იყო შეუსაბამობები ბაზელ II-ის მოთხოვნებსა და არსებულ სისტემას შორის. აღნიშნულ დიაგნოსტიკაზე დაყრდნობით, ბანკისთვის შემუშავდა და დაინერგა ფინანსური, საბაზრო და საოპერაციო რისკების მართვის ახალი სისტემა.
პაშა ბანკი ბაქოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. ბანკი საშუალო და მსხვილ საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება