ბაზელ II-ის რისკის მართვის სტანდარტები
პროექტის მიზანი იყო კრედოსთვის ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად ბაზელ II-ის რისკის მართვის სტანდარტების დანერგვაში. საწყის ეტაპზე ჩატარდა ბანკის არსებული რისკის მართვის სისტემის დიაგნოსტიკა და შედგა დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იყო შეუსაბამობები ბაზელ II-ის მოთხოვნებსა და არსებულ სისტემას შორის. აღნიშნულ დიაგნოსტიკაზე დაყრდნობით, ბანკისთვის შემუშავდა და დაინერგა ფინანსური, საბაზრო და საოპერაციო რისკების მართვის ახალი სისტემა.
კრედო საქართველოში 2007 წლის დეკემბერში დაფუძნდა და იყო ლიდერი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 59 ფილიალით. 2016 წელს კომპანია ტრასფორმირდა საბანკო ინსტიტუტად. კრედო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებას.