ბაზელ II-ის რისკის მართვის სტანდარტები
პროექტის მიზანი იყო კაპიტალ ბანკის მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად ბაზელ II-ის რისკის მართვის სტანდარტების დანერგვაში. საწყის ეტაპზე ჩატარდა ბანკის არსებული რისკის მართვის სისტემის დიაგნოსტიკა და შედგა დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იყო შეუსაბამობები ბაზელ II-ის მოთხოვნებსა და არსებულ სისტემას შორის. აღნიშნულ დიაგნოსტიკაზე დაყრდნობით, ბანკისთვის შემუშავდა და დაინერგა ფინანსური, საბაზრო და საოპერაციო რისკების მართვის ახალი სისტემა.