საიუველირო საწარმოს ბიზნეს გეგმის შემუშავება
პროექტის მიზანს წარმოადგენდა დაფინანსების მოპოვება საიუველირო საწარმოო ხაზის გაფართოებისა და წარმოების ეფექტურობის გაზრდისათვის. ამისათვის მომზადდა ბიზნეს გეგმა, რომელიც დაფინანსდა “აწარმოე საქართველოს” პროექტის ფარგლებში.
საიუველირო კომპანია "კრისტალი" 10 წელია საქმიანობს და მომხმარებელს სთავაზობს ევროპული წარმოების საიუველირო ნაწარმის ნაირსახეობებს. კომპანია ასევე ფლობს საკუთარ საწარმოო ხაზს. ადგილობრივად წარმოებული სამკაულები იყიდება ბრენდ "ამარტის" ქვეშ სხვადასხვა საიუველირო მაღაზიათა ქსელში, მათ შორის კრისტალში.