ბიზნეს გეგმის შემუშავება
კომპანია შპს “ქართული ხილის პროდუქტი” ტრადიციული ქართული პროდუქციის, მათ შორის კონსერვირებული ჯემების და საწებლების წარმოებას გეგმავდა. საკონსულტაციო პროექტის მიზანი იყო აღნიშნული საწარმოსთვის ბიზნეს გეგმის მომზადება. საწარმოს, რომელშიც 20 ადგილობრივი მაცხოვრებელი უნდა დასაქმებულიყო, წელიწადში რამდენიმე ასეული ტონა პროდუქციის წარმოება ჰქონდა დაგეგმილი.
კონსულტანტების გუნდმა შეიმუშავა ბიზნეს გეგმა და განსაზღვრა პროექტის საინვესტიციო ღირებულება, 600,000 აშშ დოლარი.