ბიზნეს გეგმის შემუშავება
კომპანიის მოთხოვნა ბიზნეს გეგმის შემუშავებაში ტექნიკური დახმარების გაწევა იყო. პროექტის ფარგლებში მომზადდა შესაბამისი ბიზნეს გეგმა, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში იქნა წარდგენილი.
შპს “ქართული პროდუქტის კორპორაცია” მცხეთის რეგიონში მდებარე კონსერვის ქარხანაა და ჰყავს 30 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმებული.