საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების განვითარების საჭიროებების შეფასება და სამოქმედო გეგმა
პროექტის მიზანი იყო ყოვლისმომცველი საჭიროებების შეაფასებისა და პოტენციალის გაძლიერების სამუშაო გეგმის შემუშავების მეშვეობით საქართველოში დაცული ტერიტორიების სისტემის არსებული მენეჯმენტის პრაქტიკის გაუმჯობესება. შეფასება მოიცავდა არსებული ორგანიზაციული სტრუქტურის, ფუნქციური გადანაწილების, მართვის პრაქტიკისა და არსებული გამოცდილების შეფასებას. შედეგების საფუძველზე მომზადდება მრავალმხრივი შესაძლებლობების გაძლიერების სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება გზამკვლევი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, რათა ორგანიზაციის ფარგლებში განახორციელოს სხვადასხვა აქტივობები.