დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში ცემენტის ბაზრის კვლევა
აღნიშნული პროექტის მიზანი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცემენტის ბაზრის კვლევა, ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიის დაკვეთით. პროექტის ფარგლებში სამი დამოუკიდებელი ანგარიში მომზადდა - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის.
პროექტი ითვალისწინებდა მიმდინარე საბაზრო ტენდენციების დეტალურ ანალიზს, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების კუთხით. აღნიშნულზე დაყრდნობით შემუშავდა ხუთწლიანი საბაზრო პროგნოზი. ანგარიში აგრეთვე მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას და ანალიზს ცემენტის ინდუსტრიაში არსებულ კონკურენტულ გარემოზე.
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის საჭიროებისა და გავრცელების არხების კვლევა რძისა და ხორცპროდუქტების სექტორში
ბორჯომ ხარაგაულისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის შემოსავლის მომტანი პროექტების იდენტიფიცირება, შეფასება და ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების განვითარების საჭიროებების შეფასება და სამოქმედო გეგმა