სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის ყველის, მუხურის თაფლისა და ცაიშის სასათბურე მეურნეობების კლასტერების კვლევა
PMO-მ მოამზადა სამი კლასტერული დიაგნოსტიკური კვლევა გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) პროექტის ფარგლებში - „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კლასტერული განვითარების მიდგომით". პროექტის მიზანს წარმოადგენდა კლასტერული განვითარების მიდგომის მეშვეობით მიკრო მცირე და საშუალო მეწარმეების კონკურენტუნარიანობის გაზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის არსებული სამი (1) ცაიშის სათბურები, (2) ადგილობრივი ყველის პროდუქტები და (3) მუხურის თაფლის კლასტერები. სიღრმისეული დიაგნოსტიკური კვლევის საშუალებიოთ კვლევები გამოავლინა თითოეული კლასტერის ძირითადი ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები (SWOT) და, სამომავლო პერსპექტივები. დაეხმარა დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა ერთობლივად განავითარონ კლასტერულ მიდგომაზე დაფუძნებული ხედვა. დაინტერესებული მხარეების დიალოგის ხელშეწყობისა და პროექტის შედეგების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობისთვის, PMO-ს გუნდამა განახორციელა სამუშაო შეხვედრა, სადაც კონსულტანტებმა წარმოადგინეს კვლევების ძირითადი მიგნებები და სამუშაო კგუფთან ერთად, განიხილეს თითოეული კლასტერის მომავალი განვითარების პოტენციალი. ასევე, მოხდა პროექტის შედეგების საბოლოო ვალიდაცია და კლასტერის განვითარებისთვის საერთო ხედვებზე შეთანხმება.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება