ვისოლ ჯგუფის კომერციული და ფინანსური საქმიანობის სიღრმისეული ანალიზი
საკონსულტაციო პროექტი ევროპის განვითარებისა და რერუქციის ბანკის (EBRD) დაკვეთით განხორციელდა. პროექტი ვისოლ ჯგუფის კომერციული და ფინანსური საქმიანობის საგულდაგულო ანალიზს მოიცავდა, რომლის მიზანი იყო ქართულ ბაზარზე თხევადი საწვავისა და შეკუმშული ბუნებრივი აირის შესწავლა, ღირებულებათა ჯაჭვის იდენტიფიცირება, მოთხოვნის განმსაზღვრელი ფაქტორების, კონკურენციის, ფასების, მომგებიანობის, კომპანიის სტრატეგიის, ფინანსური მდგომარეობის და SWOT ანალიზის შედგენა. საბოლოო ანგარიშის საფუძველზე, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ვისოლ ჯგუფზე გრძელვადიანი სესხის გაცემასთან დაკავშირებით.
„ვისოლ ჯგუფი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში და ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც ევროპის ბიზნეს დაჯიდლოებაზე წარმატებულ ევროპულ კომპანიათა ათეულში შევიდა . ის ოპერირებს რამდენიმე სექტორში, მათ შორის ნავთობის და გაზის, საცალო გაყიდვების და ჰორეკას მიმართულებით.