კომერციული საქმიანობის სიღრმისეული ანალიზი
საკონსულტაციო პროექტის მიზანი იყო ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის დახმარება სასურსათო მაღაზიების ქსელის „ფუდმარტის“ რებრენდინგის პოტენციალის შეფასებაში. პროექტის ფარგლებში გაანალიზდა საქართველოში არსებული სასურსათო საცალო ქსელის ბაზარზე არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები, ბაზრის ძირითადი მოთამაშეები და მათი სტრატეგია. ასევე, შეფასდა „ფუდმარტიის“ მენეჯმენტის ხედვა, სამოქმედო გეგმა და არსებული რესურსი რებრენდინგის განხორციელებისთვის. ჩატარდა სასურსათო საცალო ვაჭრობის ტრადიციული და თანამედროვე ბაზრების დეტალური კვლევა. მათ შორის, ფასწარმოქმნის, პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის, რეგულაციების, ბაზრის ძირითადი რისკების ანალიზი. პროექტის შედეგების საფუძველზე FMO-მ მიიღო საინვესტიციო გადაწყვეტილება.
საცალო სავაჭრო ქსელი „ფუდმარტი/სპარი“ დაარსდა 2013 წელს. ბრენდი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არსებულ 104 ფილიალში 1 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება