PMO-მ, GIZ-ის მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი ,,ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის ინსტრუქციები და ტრენინგები მუნიციპალური ტყის მართვისთვის” ჩოხატაურის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, თიანეთის, თელავის, ახმეტას, ყვარელისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა მუნიციპალური ტყის მართვისთვის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის ინსტრუქციების სახელმძღვანელო და ჩატარდა ტრენინგები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის, რომელიც ემსახურებოდა რვა სამიზნე მუნიციპალიტეტის ხელისუფლების აღჭურვას შესაბამისი ცოდნით, რათა მათ დამოუკიდებლად ჩაატარონ ადგილობრივი/მუნიციპალური ტყის მდგრადი მართვის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი.
პროექტის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელო განიხილავს ანალიზის ჩატარების ყველა საფეხურს, ხარჯებისა და სარგებლის კატეგორიზაციებს, მათი გამოთვლის გზებს ლოკალური კონტექსტისა და სამართლებრივი ბაზის გათვალისწინებით. ასევე, არამონეტიზებად ხარჯებისა და სარგებლის შეფასებას მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის (MCA) ინსტრუმენტის დახმარებით.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება