პოლიტიკური რეფორმების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი (CBA) ელექტრონული კომერციის საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ
PMO ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიამ მოამზადა ეკონომიკის რეფორმების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი ელექტრონული კომერციის საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ. ეს პროექტი ითვალისწინებდა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის ანალიზს, რელევანტური საკანონმდებლო ხარჯების იდენტიფიცირებასა და რეფორმების შედეგად მიღწეული სარგებლების შეჯამებას.
CBA-ს ფარგლებში ვითანამშრომლეთ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის გუნდთან, სახელმწიფო უწყებებთან და რელევანტური ინდუსტრიების წარმომადგენლებთან. პროექტის ძირითადი მიზნების მისაღწევად ჩვენმა კონსულტანტებმა შეაგროვეს შესაბამისი მონაცემები, განიხილეს კანონპროექტები და საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევები ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ. ეს ემსახურებოდა ყველა მოსალოდნელი ხარჯისა და სარგებლის ასახვას, რომლებიც დაგეგმილ საკანონმდებლო რეფორმასთან არის დაკავშირებული.
ეს პროექტი მიზნად ისახავდა პოლიტიკის შემქმნელების აღჭურვას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციით მოსალოდნელი საკანონმდებლო და რეგულაციების ცვლილებების ზემოქმედების შესახებ. CBA ასევე ითვალისწინებდა ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობას სხვადასხვა სფეროს პოლიტიკის, კანონებისა და რეგულაციების შესახებ.
CBA ელექტრონული კომერციის საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება