კორპორატიული სტრატეგიის შემუშავება
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ლიდერი იყო ადგილობრივ ბაზარზე, პროექტის დაწყებამდე მას გაყიდვებს კლების ტენდენცია ახასიათებდა. პროექტის პირველ ეტაპზე გაკეთდა ბაზრის კვლევა და შესწავლილ იქნა კომპანიის არსებული სტრატეგია. შედეგად, კლიენტმა მიიღო თანამშრომელთა მოტივაციის გასაუმჯობესებელი სისტემის მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდის განვითარების ინტენსიური პროგრამის შეთავაზება. ასევე, კომპანიას გაეწია დახმარება დაგეგმვის და ბიუჯეტირების ახალი სისტემების დანერგვაში, რამაც გაყიდვები საგრძნობლად გაზარდა.
საგა იმპექსი 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე გათბობის, გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების მიმართულებით. კომპანიის 13 ფილიალში 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის საჭიროებისა და გავრცელების არხების კვლევა რძისა და ხორცპროდუქტების სექტორში
ბორჯომ ხარაგაულისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის შემოსავლის მომტანი პროექტების იდენტიფიცირება, შეფასება და ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების განვითარების საჭიროებების შეფასება და სამოქმედო გეგმა