პროექტი მიზნად ისახავდა დმანისის, გურჯაანის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისთვის საძოვრების მდგრადი მართვის ბიზნეს მოდელებისა და საბანკო პროექტის შემუშავებას.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა სამიზნე მუნიციპალიტეტში არსებული საძოვრების მართვის სისტემების შესაფასებლად, რომლის საფუძველზეც შემუშავდა საძოვრების მდგრადი მართვის სამი ალტერნატიული მოდელი საძოვრებით სარგებლობის უფლების სამი განსხვავებული სისტემისთვის. მოდელები ეფუძნება მიწის დეგრადაციის ნეიტრალიტეტის (LDN) მიდგომებს და ითვალისწინებს საძოვრის ნაყოფიერების გაზრდას და ფერმერების მხარდაჭერას მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის განვითარებისთვის.
მოდელების შესაფასებლად ჩატარდა ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი, რის საფუძველზეც გაანალიზდა მოსალოდნელი ეკონომიკურ შედეგები. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა საბანკო პროექტი, რომელსაც ფერმერები გამოიყენებენ ფონდების მოზიდვის პროცესში და შემუშავდა რეკომენდაციები მესაქონლეობის ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ.
საქართველოს შემოსავლების სამსახურისთვის სტრატეგიული დაგეგმვისა და შესრულებაზე დაფუძნებული მართვის პროცესის მიმოხილვა
აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა
ბიზნეს სექტორის მიმღებლობის კვლევა საქართველოს წიაღისეულის სექტორში
მაჭახელას და მტირალას ეროვნული პარკებიდან შემოსავლების მიღების პროექტების მიზანშეწონილობის კვლევა და სტრატეგიის შემუშავება
რეგულირების გავლენის შეფასება
PR საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება