პროექტი მიზნად ისახავდა დმანისის, გურჯაანის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისთვის საძოვრების მდგრადი მართვის ბიზნეს მოდელებისა და საბანკო პროექტის შემუშავებას.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა სამიზნე მუნიციპალიტეტში არსებული საძოვრების მართვის სისტემების შესაფასებლად, რომლის საფუძველზეც შემუშავდა საძოვრების მდგრადი მართვის სამი ალტერნატიული მოდელი საძოვრებით სარგებლობის უფლების სამი განსხვავებული სისტემისთვის. მოდელები ეფუძნება მიწის დეგრადაციის ნეიტრალიტეტის (LDN) მიდგომებს და ითვალისწინებს საძოვრის ნაყოფიერების გაზრდას და ფერმერების მხარდაჭერას მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის განვითარებისთვის.
მოდელების შესაფასებლად ჩატარდა ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი, რის საფუძველზეც გაანალიზდა მოსალოდნელი ეკონომიკურ შედეგები. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა საბანკო პროექტი, რომელსაც ფერმერები გამოიყენებენ ფონდების მოზიდვის პროცესში და შემუშავდა რეკომენდაციები მესაქონლეობის ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების განვითარების საჭიროებების შეფასება და სამოქმედო გეგმა
საქართველოს შერჩეულ მუნიციპალიტეტებში კრიზისების მართვის პრაქტიკის შესწავლა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და სახელმძღვანელოს შექმნა
კვლევა 11 შერჩეულ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პერიოდში და პოსტკრიზისულ პერიოდში სოციალური მომსახურებისა და დახმარების პროცესის შესწავლა და ხარვეზების გამოვლენა და სამართლებრივი თუ სისტემური რეკომენდაციების შემუშავება.
პროგრამის გასვლის სტრატეგია PROCEED პროექტისთვის, რომელიც განხორციელდა HEKS-EPER და ELKANA– ს მიერ ENPARD პროგრამის ფარგლებში
შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევა სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სპეციალისტის / მენეჯერების საჭიროებაზე სურსათის წარმოების ინდუსტრიაში.
კვლევა შრომის ბაზრის და ზრდის პოტენციალის მქონე ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირების მიზნით
კარგი კორპორატიული მმართველობის პრაქტიკისა და ერთიანი სოციალური და გარემოსდაცვით სტანდარტების დანერგვის მხარდაჭერა საქართველოში მოქმედ კომპანიებსა და ფინანსური ინსტიტუტებში
პესტიციდებისგან თავისუფალი სერტიფიცირების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასება
რეგულირების გავლენის შეფასება -„საქართველოში საქალაქთაშორისო კავშირების გასაძლიერებლად“
მესაქონლეობის სექტორში პირველადი წარმოებისა და გადამუშავების დონეზე ტრენინგების საჭიროების შეფასება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური განვითარებისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება
USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის გახსნითი ღონისძება
ინფრასტრუქტურული პროექტების ანალიზი სამხრეთ კავკასიის რეგიონში