პროექტის მართვის უნარების განვითარება კომერციულ ბანკში
2012 წლის სექტემბერში კონსტანტა ბანკმა შეასრულა სტრატეგიული დაგეგმარების პროექტი, შემუშავდა სტრატეგიული გეგმა სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის. პროექტის მიმდინარეობისას მოხდა დეპარტამენტების დონეზე პროექტის მართვის უნარ-ჩვევების ამაღლება. პირველ ეტაპზე მოხდა ორგანიზაციის სტრატეგიის დეტალებზე დაკვირვება ორგანიზაციის შესაძლებლობების შესაფასებლად. შედეგად გამოვლინდა ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლიდნენ სტრატეგიული გეგმის განხორციელებას. დასკვნების საფუძველზე შემუშავდა პროექტის მართვის ტრენინგების მოდული ორგანიზაციის თანამშრომლების გადასამზადებლად, ასევე, ორგანიზაციაში შეიქმნა პროექტის მართვის სტანდარტები. თანამშრომლებს დახმარება გაეწია პროექტების მართვაში. პროექტის დასკვნით ეტაპზე, სამი თვის განმავლობაში კონსულტანტთა გუნდი მეთვალყურეობას უწევდა გეგმის შესრულების პროცესს, ტარდებოდა ყოველკვირეული შეხვედრები ბანკის წარმომადგენლებთან პროექტების მართვაში დახმარების მიზნით.
ბანკი „კონსტანტა“ საქართველოში ლიდერი მიკროსაფინანსო ბანკი იყო. საქართველოს 19 რეგიონში დასაქმებული 500 ადამიანით ბანკი კონსტანტა სთავაზობდა მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას. „კრედო“ „თიბისი“ ბანკს შეერწყა 2015 წელს.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება
ელექტრონული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზი