გაყიდვების სრატეგიის შემუშვება სულაკაურის გამომცემლობისათვის
პროექტის მიზანია დაეხმაროს სულაკაურის გამომცემლობას მისი ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაციაში და გაყიდვების არხების ადაპტირებაში, COVID19- ის გავრცელების გამო ახალი გამოწვევების გათვალისწინებით. ჩვენმა გუნდმა ჩაატარა დეტალური ორგანიზაციული დიაგნოსტიკა, გაანალიზა ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვა, ორგანიზაციის მენეჯმენტი, ორგანიზაციული სტრუქტურა და პროცესები, ასევე შეისწავლა არსებული გაყიდვების სტრატეგია და გაყიდვების არხები, გამოავლინა საქმიანობის ხარვეზები და შესაძლებლობები ბაზრის გაფართოებისთვის და ორგანიზაციის საერთო მუშაობის გაუმჯობესების მიზნით. ანალიზის საფუძველზე, ჩვენმა ჯგუფმა მოამზადა დეტალური გაყიდვების სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და პროცესების ოპტიმიზაციის გეგმა, ორგანიზაციის საქმიანობის სრულყოფის მიზნით. პროექტის მეორე ეტაპია დაეხმაროს კომპანიას სტრატეგიაში განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაში, რომელიც მოიცავს ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის, მენეჯმენტის მიდგომის, პროცესების, მენეჯმენტის და სამუშაოთა დეტალური აღწერილობების შემუშავებას, რომლებიც შეესაბამება განახლებულ ორგანიზაციულ სტრუქტურას.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება