USAID ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების ცენტორის (HICD) საქმიანობის ფარგლებში, PMO-მ განახორცილა 23 ჯგუფური ქოუჩინგ სესია აჭარის რეგიონში მდებარე შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის: დამოუკიდებელი ჟურნალისტების სახლი, ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი და ბათუმის სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმი. პროექტი მიზნად ისახავდა თანამშრომლობის, სწავლისა და ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობას დამატებითი ფონდების მოზიდვისა და კონკურენტუნარიანი საპროექტო წინადადების განვითარების მიმართულებით, სადაც თითოეული ორგანიზაციისთვის ინტენსიური სწავლების საფუძველზე მომზადდა ფონდების მოზიდვის სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმები, ასევე მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და მოამზადეს ინდივიდუალური საპროექტო წინადადებები. ამასთან, დაორგანიზდა საჯარო და კერძო დიალოგის შეხვედრა, სადაც თითოეულმა ორგანიზაციამ წარადგინა საპროექტო იდეები და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება