ილია ჭავჭავაძის გამზირი 33ე
(+995) 511163307
კლიენტი:
East-West Management Institute (EWMI)
სპონსორი:
USAID
პროექტი:
USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის გახსნითი ღონისძება
თარიღი:
ნოე 2021 / დეკ 2021

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის გახსნითი ღონისძება


PMO-მ ორგანიზება გაუკეთა USAID/საქართველო სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის გახსნით ღონისძიებას  გუდიაშვილის მოედანზე. ორგანიზება ითვალისწინებდა როგორც ლოჯისტიკურ ნაწილს, ისე სხვა საორგანიზაციო ელემენტებს. პროგრამა დაეხმარება ახალ სამოქალაქო აქტორებს და არსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს შესაძლებლობების განვითარებაში, ლეგიტიმაციისა და ნდობის გაზრდაში, რათა მათ ეფექტიანად წარმოადგინონ მოქალაქეთა ინტერესები. პროგრამა განხორციელდება ხუთი წლის განმავლობაში და მხარს დაუჭერს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სამოქალაქო ჯგუფებსა და ორგანიზაციებს მოქალაქეების საჭიროებების გამოვლენაში და ამ საჭიროებების მოგვარებაში, სხვა სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობაში და დაფინანსების მრავალფეროვანი წყაროების მოპოვებაში.   

პროგრამას ახორცილებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: CANVAS, ZINC Network, არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრი (ICNL), სათემო ფონდების ევროპული ინიციატივა (ECFI), ორბელიანი საქართველო, ტრეინინგისა და კონსულტაციის ცენტრი (CTC) და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GNGC). ეს ორგანიზაციები დაეხმარებიან EWMI-ს სასწავლო/ტექნიკური დახმარების ინიციატივების განხორციელებაში, სამოქალაქო ჩართულობის ინოვაციური მექანიზმების დანერგვაში და სამოქალაქო აქტორებისათვის დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებაში დაეხმარებიან.

მსგავსი პროექტები