მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე პროგრესული დაბეგვრის სისტემის შემოღების ეკონომიკური მიზანშეწონილების კვლევის ანგარიშის მომზადება
PMO-მ, რეგიონული პროექტის „Sustainable Urban Mobility in the South Caucasus“ (შემდგომში – Mobility4Cities) ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (MEPA) მჭიდრო თანამშრომლობით, განახორციელა მიზანშეწონილობის კვლევა: ძველი მანქანების იმპორტის გადასახადის გაზრდის შესაძლებლობა ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესწავლის საფუძველზე. აღნიშნული ცვლილების ეკონომიკური მიზანშეწონილობის შემთხვევაში, დაწესდება იმპორტის მაღალი პროგრესული გადასახადი. კვლევა მიზნად ისახავს საქართველოს კლიმატის სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის რეკომენდაციების შემუშავებას და აღნიშნული სიტუაციის გაანალიზებას.
აღნიშნული კვლევის დახმარებით, გამოვავლინეთ ძველი მანქანების იმპორტის გადასახადის გაზრდის შესაძლებლობები და გამოწვევები; შედეგად, გაიცა რეკომენდაციები პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების შემდგომი ნაბიჯებისთვის და დაისახა გრძელვადიანი მიზნები. შევისწავლეთ პროგრესული იმპორტის გადასახადის დაწესების ეკონომიკურ მიზანშეწონილობა 5 წლის, 6-10 წლის და 10 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის გადასახადებზე, ავტომობილის ასაკისა და ძრავის სიმძლავრის მიხედვით, პირდაპირ პროპორციული მზარდი ტემპით.