ბორჯომ ხარაგაულისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის შემოსავლის მომტანი პროექტების იდენტიფიცირება, შეფასება და ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა
პროექტი განხორციელებულ იქნა კავკასიის ბუნების ფონდის მხარდაჭერით. პროექტის საბოლოო მიზანი იყო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ტურიზმის პოტენციალის გაზრდაში მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში ჩვენმა გუნდმა შეაფასა არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, პროდუქტები და მომსახურებები დაცული ტერიტორიების ფარგლებში. ტურიზმიდან შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობების მიზნით იდენტიფიცირება მოხდა პოტენციური პროდუქტების, მომსახურებების და ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების, ასევე თითოეული პროექტისთვის მომზადდა განხორციელების გეგმა, მათ შორის საინვესტიციო გეგმა, მართვისა და ადმინისტრირების გეგმა, ასევე მარკეტინგული გეგმა დაცულ ტერიტორიებზე ახალი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით. ასევე მომზადდა რეკომენდაციები ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში გარემოს მდგრადობის შენარჩუნების მიზნით.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება