პროექტის საბიოლოო შეფასება „მუნიციპალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)“
ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრის (CTC) პროგრამის ფარგლებში და, კახეთის მედია ცენტრთან (MCK) პარტნიორობით, PMO-მ განახორციელა პროექტის „მუნიციპალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტარიუმის (MUSQAT)“ საბოლოო შეფასება. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა შეეფასებინა MUSQAT-ის პროექტის საერთო მიღწევები და განხორციელების ხარისხი, ისევე როგორც საერთო გავლენა დაინტერესებულ მხარეებზე და მის სამიზნე აუდიტორიაზე. შეფასება განხორციელდა, პროექტის ლოგიკური ჩარჩოს, ინდიკატორების, საბაზისო ანგარიშის და მონიტორინგის მონაცემების მიხედვით. PMO-ს გუნდი აქტიურად მუშაობდა და შეხვდა პროექტის ყველა პარტნიორსა და ბენეფიციარს, რამაც მოგვცა შედეგების სიღრმისეული ანალიზის საშუალება. შედეგების შეფასებისთვის შეფასებისთვის კვლევა დაეყრდნო ერთდროულად რამდენიმე საერთაშორისო სტანდარტესა და შესაბამის გაიდლაინებს, გამოყენებულ იქნა როგორც რაოდენობრივი ისე თვისებრივი კვლევის მეთოდები. მათ შორის, სამაგიდო კვლევა, რომელიც მოიცავდა პროექტის დოკუმენტების მიმოხილვას. ისეთი კომპონენტები, როგორიცაა სამუშაო შეხვედრები, ფოკუს ჯგუფები, ღია ან ნახევრად მართვადი ინტერვიუები. განხორცილებული აქტივობების საფუძველზე ჩვენმა გუნდა შეაფასა პროექტის ეფექტურობა, ეფექტიანობა, მდგრადგობა და შემუშავადა რეკომენდაციები, რაც ორგანიზაციას დაეხმარება სამომავლოდ მეტად ეფექტურად დაგეგმოს და განახორციელოს მსგავსი პროექტები.