საწვავის ბაზრის ანალიზი
აღნიშნული პროექტის მიზანი იყო საქართველოს საწვავის ბაზრის ანალიზი. პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა ნავთობისა და შეკუმშული ბუნებრივი აირის ინდუსტრია, გამოვლინდა საცალო ბაზრის განვითარების პოტენციალი სხვადასხვა პროდუქტებისა და სეგმენტის ჭრილში, შეფასდა სოკარის ძირითადი კონკურენტები, მათი პოზიციონირება და სტრატეგია. ასევე, გაანალიზდა სოკარის საბაზრო პოზიციები და საწვავის და შეკუმშული ბუნებრივი აირის სადგურების ეფექტიანობა, რის საფუძველზეც შემუშავდა რეკომენდაციები სოკარის საბაზრო პოზიციების გასაძლიერებლად.
სოკარი მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც ექვს ქვეყანაში ოპერირებს. სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი, საქართველოს ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა და ამჟამად, ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის საჭიროებისა და გავრცელების არხების კვლევა რძისა და ხორცპროდუქტების სექტორში
ბორჯომ ხარაგაულისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის შემოსავლის მომტანი პროექტების იდენტიფიცირება, შეფასება და ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების განვითარების საჭიროებების შეფასება და სამოქმედო გეგმა