საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის საჭიროებისა და გავრცელების არხების კვლევა რძისა და ხორცპროდუქტების სექტორში
პროექტი განხორციელდა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ მხარდაჭერილი პროგრამის „უსაფრთხო და ხარისხიანი ინვესტიციები მესაქონლეობაში (SQIL)“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Land O’Lakes international development-ის მიერ. პროექტის მიზანს წარმოადგენს გამოავლინოს რძისა და ხორცპროდუქტების წარმოების სექტორში საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მექანიზმები და სექტორის წარმომადგენელთა საჭიროებები საბაზრო ფასების ინფორმაციასთან დაკავშირებით. კვლევის საფუძველზე მომზადდება რეკომენდაციები საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მექანიზმის გაუმჯობესების თაობაზე.
Land’O Lakes International development აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „უსაფრთხო და ხარისხიანი ინვესტიციები მესაქონლეობაში (SQIL)“. პროექტის მიზანს წარმოადგენს რძისა და ხორცპროდუქტების წარმოების სექტორში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გაუმჯობესება.