საბანკო სექტორისა და კონკურენტების ანალიზი
პროექტის მიზანი იყო საქართველოს საბანკო სექტორის და ძირითადი მოთამაშეების შესწავლა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სექტორული კვლევა და გაანალიზდა ძირითადი მოთამაშეები, მათი სტრატეგიები, მომხმარებელთა ჯგუფები და პროდუქტთა ხაზები. ასევე, შეფასდა პაშა ბანკის პოზიციონირება ბაზარზე, კონკურენტებთან მიმართებით. აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით პაშა ბანკის მენეჯმენტმა 2015-2017 წლების სტრატეგიის ფორმულირება მოახდინა.
პაშა ბანკი ბაქოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. ბანკი საშუალო და მსხვილ საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
საქართველოს შემოსავლების სამსახურისთვის სტრატეგიული დაგეგმვისა და შესრულებაზე დაფუძნებული მართვის პროცესის მიმოხილვა
აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა
ბიზნეს სექტორის მიმღებლობის კვლევა საქართველოს წიაღისეულის სექტორში
მაჭახელას და მტირალას ეროვნული პარკებიდან შემოსავლების მიღების პროექტების მიზანშეწონილობის კვლევა და სტრატეგიის შემუშავება
რეგულირების გავლენის შეფასება
PR საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება