უალკოჰოლო სასმელების და ლუდის ბაზრის ანალიზი
პროექტი მოიცავდა არაალკოჰოლური გაზირებული, არაგაზირებული სასმელებისა და ლუდის ბაზრის ანალიზს საქართველოში. პროექტის ფარგლებში განისაზღვრა ბაზრის მთლიანი მოცულობა რაოდენობრივ და ღირებულებით მაჩვენებლებში, ადგილობრივი წარმოება, ექსპორტის და იმპორტის მოცულობა, გაყიდვების არხები და სეზონურობა ცალკეული პროდუქტის ჭრილში (ცივი ჩაი, კოლა, ლიმონათი და წვენები). ასევე, გაანალიზდა კომპანიის ახალი პროდუქტის ბაზარზე შესვლის სტრატეგია და კონკურენტული გარემო. პროექტის ბოლოს განისაზღვრა ბაზრის ზრდის მომავალი ტენდენციები, რომელებიც დაეფუძვნენ ბაზრის არსებულ მდგომარეობას და ბაზრის ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს.
ზედაზენი სს ქართული ლუდის კომპანიის მიერ შექმნილი მესამე ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანა და აქვს უალკოჰოლო სასმელებისა და ლუდის ინდუსტრიაში საქმიანობის 20 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება