ავტომობილების ბაზრის კვლევა
საკონსულტაციო პროექტის მიზანი იყო საქართველოში ავტომობილების ბაზრის ანალიზი. კერძოდ, მათი მდგომარეობის, ასაკის, არსებული რეგულაციების, ასევე, ევროკავშირის ჩარჩოს ფარგლებში შესაძლო მომავალი რეგულაციების და სხვა გარემოებების გავლენის ანალიზი ავტომობილების ბაზარზე. პროექტის ფარგლებში განისაზღვრა ძირითადი ტენდენციები და გავლენის ფაქტორები, შემუშავდა ბაზრის ათწლიანი ზრდის პროგნოზი. პროექტის შედეგებზე დაყრდნობით დამკვეთმა სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები მიიღო.