საქართველოს შემოსავლების სამსახურისთვის სტრატეგიული დაგეგმვისა და შესრულებაზე დაფუძნებული მართვის პროცესის მიმოხილვა, ტრენინგი და მიღებული ცოდნის გამოყენებაში დახმარება
პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს შემოსავლების სამსახურისთვის, ეფექტური და მოქნილი სტრატეგიული დაგეგმვის პროცედურების განვითარებასა და განხორციელებაში დახმარების გაწევა, სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ოპტიმიზაციისა და სტრატეგიის შემუშავებაში ჩართული პირების უნარების განვითარებით. პროექტის ფარგლებში განხორციელდება არსებული სტრატეგიული დაგეგმვის პროცესისა და ძირითადი ჩართული სამსახურების მიმოხილვა, მიმდინარე პროცესების ოპტიმიზაცია და ჩატარდება შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სტრატეგიული დაგეგმარების პროცესისთვის საჭირო უნარების განსავითარებელი ტრენინგი. პროექტის ჭრილში, ასევე, მოხდება თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა სტრატეგიული მიზნების თანმხვედრი, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის საჭიროებისა და გავრცელების არხების კვლევა რძისა და ხორცპროდუქტების სექტორში
ბორჯომ ხარაგაულისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის შემოსავლის მომტანი პროექტების იდენტიფიცირება, შეფასება და ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების განვითარების საჭიროებების შეფასება და სამოქმედო გეგმა