პროექტი მიზნად ისახავდა შერჩეულ საჯარო სამსახურის ორგანიზაციებთან, ფინანსთა სამინისტროს აკადემია, დიპლომატიური ინსტიტუტისთვის (DTRA) და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურთან (SPA), HR სისტემის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციებში მოხდა არსებული HR სისტემების გადახედვა, ორგანიზაციის საჭიროებების მიხედვით თითოეულ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლის სამუშაო აღწერების განახლება/შექმნა, ორგანიზაციაში არსებული პროფესიული და კარიერული განვითარების სქემების განახლება, ტრენინგების საჭიროებების ანალიზი, სამუშაოს შესრულების შეფასებისთვის შესაბამისი ინდიკატორების განსაზღვარა და შესრულების შეფასების სისტემის დანერგვა, მათ შორის ახალი სამოტივაციო სქემების შემუშავება. ამასთან, პროექტი მიზნად ისახავდა, კოჰორტის წევრ ორგანიზაციების სწავლებას სამუშაოს ანალიზის, შესრულების მართვის სისტემის, მოტივაციის, პროფესიული და კარიერული განვითარების დაგეგმვის მიზნების, იმპლემენტაციის, ზოგადი პრობლემების შესახებ და საშუალება მისცა ეფექტურად გამოიყენონ შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები.
კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა PREDICTIVE INDEX სისტემის საშუალებით
ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით
ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება
შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება