აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური განვითარებისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება
PMO-ს კონსულტანტებმა მხარდაჭერა გაუწიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021-2024 წლის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის, საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. აქტივობა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროქტის ფარგლებში განხორციელდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს, რომლის მიზანია საბჭოს ძირითადი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა და ძლიერი ინსტიტუციის ჩამოყალიბება. აღნიშნული დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც ასახულია შიდა და გარე კომუნიკაციის სტრატეგიული ხედვა, მიზნები, ამოცანები და აქტივობები რომლებიც გაზრდის მის ცნობადობას და ავტორიტეტს. ინსტიტუციური განვითარების და საკომუნიკაციო სტრატეგიის დოკუმენტებს თან ერთვის შესაბამისი სამოქმედო გეგმები, რომლებშიც მოცემული აქტივობებიც თანხვედრაშია აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტებისა და სათათბირო საბჭოების სამოქმედო გეგმებთან.