საბანკო პროდუქტების კვლევა
საკონსულტაციო პროექტის მიზანი იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ დახმარება კომერციულ ბანკად ტრანსფორმირების პროცესში, საბანკო პროდუქტების და მომსახურების განვითარების კუთხით. პროექტის ფარგლებში ჩატარდა მსხვილი კონკურენტი ბანკების პროდუქტებისა და პირობების დეტალური კვლევა. შესწავლილ საბანკო პროდუქტებს შორის იყო საკრედიტო პროდუქტები, საცალო პროდუქტების პაკეტები, ასევე, მიკრო და საშუალო სეგმენტის კლიენტებისთვის განკუთვნილი პროდუქტები. გარდა ამისა, პროექტის საბოლოო ანგარიში მოიცავდა ბანკის სტრატეგიას, საბანკო პროდუქტების გაყიდვის ძირითად პროცესებს და პროცედურებს.
კრედო საქართველოში 2007 წლის დეკემბერში დაფუძნდა და იყო ლიდერი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 59 ფილიალით. 2016 წელს კომპანია ტრასფორმირდა საბანკო ინსტიტუტად. კრედო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებას.
საქართველოს შემოსავლების სამსახურისთვის სტრატეგიული დაგეგმვისა და შესრულებაზე დაფუძნებული მართვის პროცესის მიმოხილვა
აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა
ბიზნეს სექტორის მიმღებლობის კვლევა საქართველოს წიაღისეულის სექტორში
მაჭახელას და მტირალას ეროვნული პარკებიდან შემოსავლების მიღების პროექტების მიზანშეწონილობის კვლევა და სტრატეგიის შემუშავება
რეგულირების გავლენის შეფასება
PR საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება