ქალაქ მცხეთის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია
საკონსულტაციო პროექტის მიზანი ქალაქ მცხეთის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება იყო, რომელიც ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის კომპონენტს წარმოადგენდა. პროექტი ორ ძირითად ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე შესწავლილი იქნა მცხეთის ეკონომიკური სტრუქტურა, ქალაქის უნიკალურობა, ადამიანური რესურსები და ადგილობრივი ინსტიტუციები. პროექტის მეორე ეტაპზე, მიღებული შედეგების საფუძველზე ქალაქის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ფორმირება მოხდა, სადაც გათვალისწინებული იქნა პროექტში ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ხედვები. პროექტის შედეგად შემუშავდა ქალაქ მცხეთის ეკონომიკური განვითარების 15 წლიანი ხედვა, ხოლო სტრატეგიული და სამოქმედო 5-8 წლიანი გეგმა.
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის საჭიროებისა და გავრცელების არხების კვლევა რძისა და ხორცპროდუქტების სექტორში
ბორჯომ ხარაგაულისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის შემოსავლის მომტანი პროექტების იდენტიფიცირება, შეფასება და ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების განვითარების საჭიროებების შეფასება და სამოქმედო გეგმა