ორგანიზაციული განვითარების პროექტი ალკორიუმისთვის
პროექტი მიზნად ისახავდა კომპანია ალკორიუმის შესწავლასა და მისი ორგანიზაციული განვითარების აქტივობების განხორციელებას, როგორიც არის ორგანიზაციული სტრატეგია, მათ შორის მარკეტინგული სტრატეგია, ორანიზაციული სტრუქტურა, HR დოკუმენტების შემუშავება, მომსახურების პროცესის გაუმჯობესება, სტანდარტის შექმნა, შიდა ტრენინგი და ორგანიზაციული სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციები.
PMO-ს კონსულტანტებმა დეტალურად შეისწავლეს ორგანიზაციაში არსებული შიდა დოკუმენტაცია, ჩაატარეს პირისპირი გასაუბრებები, როგორც ალკორიუმის მენეჯმენტთან, ისე ქსელის და ოფისის თანამშრომლებთან, მოხდა ქსელის ანონიმური კვლევა, პრობლემების სიღრმისეული ანალიზისათვის და მაღაზიების მისტიური შეფასება. აღნიშნული ორგანიზაციული დიაგნოსტიკის შემდეგ, მოხდა ბაზრის კვლევა, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკების დონეზე. პროექტის დასასრულს, კლიენტისათვის მიწოდებული იქნა ალკორიუმის ორგანიზაციული განვითარების მრავალი დოკუმენტი. კონსულტანტთა ჯგუფმა შეიმუშავა ალკორიუმის სტრუქტურა, სამუშაო აღწერილობები, და სამოტივაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების სამუშაო პროცესში ჩართულობის გაზრდას და ეფექტურობის ამაღლებას, როგორც მაღაზიის, ისე, Back Office-ს თანამშრომლებისთვის. PMO-ს კონსულტანტებმა, ასევე შეიმუშავეს ორგანიზაციული და მარკეტინგული სამ-წლიანი სტრატეგია და მათი შესაბამისი ერთ-წლიანი სამოქმედო გეგმა; შემუშავდა მომსახურების სტანდარტის დოკუმენტი, რაც მოიცავდა მომსახურების პროცესს და მის სტანდარტიზებას.
პროექტის შედეგები:
საქართველოს შემოსავლების სამსახურისთვის სტრატეგიული დაგეგმვისა და შესრულებაზე დაფუძნებული მართვის პროცესის მიმოხილვა
აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა
ბიზნეს სექტორის მიმღებლობის კვლევა საქართველოს წიაღისეულის სექტორში
მაჭახელას და მტირალას ეროვნული პარკებიდან შემოსავლების მიღების პროექტების მიზანშეწონილობის კვლევა და სტრატეგიის შემუშავება
რეგულირების გავლენის შეფასება
PR საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება