ორგანიზაციული დიაგნოსტიკა და სტრატეგიის შემუშავება
PMO- მ კომპანიის მთავარი გამოწვევებისა და პრობლემების გამოსავლენად ბაზრის კვლევა და ორგანიზაციული დიაგნოსტიკა ჩაატარა. დიაგნოსტიკა მოიცავდა როგორც არსებული ბაზრის ანალიზსა და ზრდის პოტენციალის შესწავლას, ასევე შიდა ორგანიზაციულ ანალიზს. PMO- მ მოიპოვა ინფორმაცია ბაზრის მთავარი მოთამაშეების შესახებ, შეისწავლა ბაზრის ზომა და ბაზარზე მოთამაშეების წილი. ასევე განხორციელდა კონკურენტული უპირატეოსბების, კომპანიის ზრდის პოტენციალისა და პროდუქციის მოთხოვნაზე მოქმედი ფაქტორებიას ანალიზი. პროექტის ფარგლებში, PMO- მ მოახდინა კომპანიის წამყვანი ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და რუკის შედგენა, ასევე მოხდა პროცესების თანმდევი მთავარი პრობლემებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი ოპტიმიზაცია. PMO- მ ასევე განავითარა კომპანიის სტრატეგია და სტრუქტურა, დაიგეგმა მარკეტინგის, გაყიდვებისა და ფინანსების მიმართულებების ქმედებები.
აგროვიტა 2008 წელს დაფუძნდა. კომპანია გერმანული ქიმიკატების კომპანიის "BASF"-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტრს მაღალი ხარისხის მქონე ევროპული წარმოების მცენარეთა დაცვის საშუალებებით ამარაგებს.
ელექტრონული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზი
ელექტრონული ნარჩენების მოცულობის არსებული და სამომავლო ტენდენციების შეფასება საქართველოში
ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორის კვლევა