ორგანიზაციული დიაგნოსტიკა და სტრატეგიული განვითარება
კომპანია ბადაგისთვის განხორციელდა ჩირისა და ჩურჩხელების ბაზრის კვლევა და ანალიზი, ასევე შიდა ორგანიზაციული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის. ამისათვის კომპანიამ მოიძია ინფორმაცია ბაზრის ძირითადი მოთამაშეების შესახებ. შესწავლილ იქნა მთლიანი ბაზრის მოცულობა, გაყიდვების არხები, მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტორები და ზრდის პოტენციალი. კვლევის საფუძველზე შემუშავდა კომპანიის მომდევნო ხუთი წლის სტრატეგია და განვითარების გეგმა.
ბადაგი წამყვანი, სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს ქართულ ტრადიციულ ტკბილეულს - ჩურჩხელა. კომპანია ქართულ ბაზარზე 20 წლის წინ გამოჩნდა და ამჟამად ყოველდღიურად 6 000 ჩურჩხელას აწარმოებს. ბადაგი წარმოდგენილია საქართველოს რამდენიმე რეგიონში. კომპანიაში დასაქმებულია 100 ადამიანზე მეტი.
საქართველოს შემოსავლების სამსახურისთვის სტრატეგიული დაგეგმვისა და შესრულებაზე დაფუძნებული მართვის პროცესის მიმოხილვა
აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა
ბიზნეს სექტორის მიმღებლობის კვლევა საქართველოს წიაღისეულის სექტორში
მაჭახელას და მტირალას ეროვნული პარკებიდან შემოსავლების მიღების პროექტების მიზანშეწონილობის კვლევა და სტრატეგიის შემუშავება
რეგულირების გავლენის შეფასება
PR საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება