ორგანიზაციული ეფექტურობის გაუმჯობესება
პროექტის მიზანი იყო კომპანიის ახალი სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა და მისი რებრენდინგი. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბაზრის კვლევა და ანალიზი, განხილულ იქნა კომპანიის მოქმედი კორპორატიული სტრატეგია და სტრუქტურა, ასევე შეფასდა ძირითადი ბიზნესპროცესები. კლიენტს გაეწია რეკომენდაცია ბაზრის ახალი სეგმენტის ათვისების შესახებ, წარედგინა ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობები მარკეტინგისა და გაყიდვების ახალი სტრატეგია.
შპს “მედიკორი” წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ამბულატორულ მომსახურებას სთავაზობს კორპორატიულ და კერძო კლიენტებს. კომპანია დაფუძნდა 2008 წელს გამოცდილი მმართველი გუნდის მიერ. კლინიკა მედიკორის კლიენტების ბაზა მოიცავს 40 ათას ადამიანს, ხოლო ვიზიტების რაოდენობა ყოველწლიურად 30 ათასს აღწევს.