ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
პროექტის მიზანს წარმოადგენდა სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის ორგანიზაციული სტრატეგიის განვითარება. პროექტის ჭრილში საჭირო იყო ორგანიზაციული სტრუქტურის გარდაქმნა კომპანიის სტრატეგიაზე მოსარგებად. პროექტის საწყის ეტაპზე მოხდა ორგანიზაციის დიაგნოსტიკა სამ დონეზე - მმართველობისს, პროცესისა და საქმიანობის დონეებზე. PMO- მ გამოავლინა კომპანიის მთავარი გამოწვევები და ჩამოაყალიბა ორგანიზაციული განვითარების სტრატეგია. ამის შემდეგ, PMO- მ შეიმუშავა კომპანიის სტრუქტურა, რომელიც მას დაეხმარება კომპანიის სტრატეგიის ეფეტურ განხორციელებაში.
სოკარი მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც ექვს ქვეყანაში ოპერირებს. სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი, საქართველოს ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა და ამჟამად, ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის საჭიროებისა და გავრცელების არხების კვლევა რძისა და ხორცპროდუქტების სექტორში
ბორჯომ ხარაგაულისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის შემოსავლის მომტანი პროექტების იდენტიფიცირება, შეფასება და ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების განვითარების საჭიროებების შეფასება და სამოქმედო გეგმა