ქაღალდის ბაზრის კვლევა და ბაზარზე შესვლის სტრატეგია
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ქაღალდის ადგილობრივი და რეგიონალური ბაზრების შესწავლა. ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა შესაფუთი ქაღალდის წარმოების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების, სავაჭრო ნაკადების, მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტორების და კონკურენტული გარემოს ანალიზს. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა ბაზრის ძირითადი ტენდენციები და გაკეთდა ხუთწლიანი პროგნოზები. ბაზარზე არსებული გარემოს შეფასების და ბაზარზე კომპანიის პოზიციონირების ანალიზის საფუძველზე, მომზადდა კომპანიის განვითარების ხედვა და სტრატეგიული მიზნები, ბაზარზე შესვლის სტრატეგია. ამასთანავე მომზადდა საინვესტიციო გეგმა.
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის საჭიროებისა და გავრცელების არხების კვლევა რძისა და ხორცპროდუქტების სექტორში
ბორჯომ ხარაგაულისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის შემოსავლის მომტანი პროექტების იდენტიფიცირება, შეფასება და ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების განვითარების საჭიროებების შეფასება და სამოქმედო გეგმა