ქოუჩინგი და ტრენინგი
პროექტი მიზნად ისახავდა ტრენინგების საშუალებით პაშა ბანკის გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურების უნარ-ჩვევების გაძლიერებას კლიენტთა მომსახურების სფეროში ჩართული ყველა თანამშრომლისთვის. ჩატარდა ორდღიანი და ინტერაქტიული ტრენინგი კლიენტის მომსახურებასა და გაყიდვებში ბანკის 30-ზე მეტი თანამშრომლისთვის. პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით მისმა მთლიანმა აქტივებმა 282 მილიონ ლარს გადააჭარბა.
პაშა ბანკი ბაქოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. ბანკი საშუალო და მსხვილ საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება
საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის საჭიროებისა და გავრცელების არხების კვლევა რძისა და ხორცპროდუქტების სექტორში
ბორჯომ ხარაგაულისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის შემოსავლის მომტანი პროექტების იდენტიფიცირება, შეფასება და ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების განვითარების საჭიროებების შეფასება და სამოქმედო გეგმა